ახალი ამბები
,,გორმედის'' პალატებში გამჭვირვალე ტუალეტებია
გორის კლინიკა ,,გორმედის'' პალატებში გამჭვირვალე საპირფარეშოებია.

ასეთი ვითარება დახვდა ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ორსაწოლიან პალატაში მოათავსეს და ფოტოებიც გადაიღო. მოქალაქემ ფაქტი ადმინისტრაციასთან გააპროტესტა, თუმცა პასუხად მიიღო, თუ რა საჭიროა დაბურული მინები.

როგორც შემდეგ გაირკვა, კლინიკის დირექტორი ინფორმირებულია ამ პრობლემების შესახებ, საკითხის მოგვარებას უახლოეს მომავალში არ აპირებს.

მას შემდეგ გორის ბავშვთა საავადმყოფო ,,იავნანა'' გადავიდა ,,გორმედში'', ბავშვები და მათი მშობლები ასეთ პალატებში ხვდებიან.

არ არის ასევე ცხელი და ცივი წყალი. ,,იავნანას'' შენობაში 20 პალატა იყო, აქ კი მხოლოდ 10 პალატაა. რეგიონში ეს ერთადერთი საავადმყოფოა, რომელიც ბავშვთა პროფილით მუშაობს

,,მე ამჟამად ორსაწოლიან პალატაში ვარ. ვართ ორნი. ძალიან უხერხულია ასეთ სიტუაციაში ასეთ საპირფარეშოში შესვლა. დისკომფორტია ნამდვილად'' - აცხადებს იგი.

გარდა იმისა, რომ პალატაში მყოფ ადამიანებსშორის იქმნება უხერხულობა, საპირფარეშოში მყოფი პირი ხილულია გარეშე პირისთვისაც.

,,შეიძლება ექიმი ან თუნდაც ახლობელი იმ დროს შემოვიდეს, როდესაც შენ ასეთ გამჭვირვალე საპირფარეშოში ხარ'' - გვეუბნება ერთ-ერთი პაციენტი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები