ახალი ამბები
2022 წელს კომედიის ფესტივალი გორის ნაცვლად რუსთავში გაიმართა
2022 წელს კომედიის ფესტივალი გორის ნაცვლად რუსთავში გაიმართა.

ამის შესახებ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ რადიო ,,არდაიდარდოს'' ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, ფესტივალი 8 წელია არსებობს და სათავეს გორიდან იღებს, იმ დროიდან, როდესაც ის გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.

ნემსაძე რამდენიმე წელია რუსთავის თეატრში მუშაობს. თუმცა, ფესტივალი გორში აგრძელებდა არსებობას.

2022 წელს კი ამ ფესტივალს რუსთავმა უპასპინძლა.

რუსთავში  მონაწილეობდნენ: მარჯანიშვილის, ქუთაისის, თავისუფალი თეატრის, თელავის, რუსთავის, მესხეთის, გორის, მოზარდ მაყურებელთა, ოზურგეთის, ახალი თეატრის, დამოუკიდებელი თეატრის ,,ხვლიკი", ქალაქის თეატრის და თბილისის თოჯინების თეატრის დასები.

ყველა სპექტაკლი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში გაიმართა რუსთავის მერიის პატრონაჟით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები