ახალი ამბები
ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე გარდაიცვალა
89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მისი ნათარგმნია "გილგამეში", რომელიც 1963 წელს გამოიცა.

კიკნაძე 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. წლების წინ, 1992 წელს ის იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1996 წლიდან კი "გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები