ახალი ამბები
ქალაქ გორის ბაღები კვლავ ელექტროქურებით თბება
ქალაქ გორში, საბავშვო ბაღებში ოთახები კვლავ ელექტროქურებით თბება.

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი ვარაუდობს, რომ ბუნებრივი აირი ბაღებს  კვირის ბოლომდე მიეწოდებათ.

ჩვენს კითხვაზე, რატომ შეპირდა მოსახლეობას, რომ ბაღებში გათბობა 15 ნოემბრიდან მოწესრიგდებოდა. შათირიშვილი გვპასუხობს, რომ მას ეს არ უთქვამს:

თუმცა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გორის 10 საბავშო ბაღში გათბობა 15 ნოემბრიდან ჩაირთვებოდა.



რა ხდება საბავშვო ბაღებში? როგორც ირკვევა, გარკვეული სტანდარტებისა და ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, ბავშვთა ოთახებიდან საქვაბეები დააშორეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა დროს დაიწყო, თუმცა 10-მდე ბაღში მისი დასრულება ვერ მოესწრო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები