ახალი ამბები
ახალგორელებისთვის გზის გახსნა 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იგეგმება
ახალგორელებისთვის გზის გახსნა 2022 წლის 20 დეკემბრიდან 2023 წლის 7 იანვრის ჩათვლით იგეგმება.

ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები საუბრობენ.

მათი თქმით, ე.წ. ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ინფორმაცია ხალხში უკვე გაავრცელეს.

დღევანდელი მდგომარეობით, ახალგორი-თბილისის გზა 20 ნოემბრიდანაა გახსნილი და 30 ნოემბერს დაიკეტება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, გზა ყოველი თვის ბოლოს, 10 დღით იხსნება.

იგი ამომრჩევლებს, განსაკუთრებით, ახალგორელებს პირდებოდა, რომ არჩევის შემთხვევაში, გამშვებ პუნქტებს გახსნიდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები