ახალი ამბები
გორი-ხიდისთავის გზაზე მდგარ პოლიციელებს ხის ქოხი დაუნგრიეს
გორი-ხიდისთავს შორის მდებარე საპოლიციო საგუშაგოზე პოლიციელებს ხის ქოხი დაუნგრიეს.

ეს იმ საღამოს მოხდა, როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე საპოლიციო საგუშაგოს ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდა.

ფოტომასალაში ასახული იყო, თუ რა მდგომარეობაში მუშაობდნენ პოლიციელები ამ საგუშაგოზე. მათი მანქანის საბურავებზე ქვები იყო დაწყობილი, რომ მანქანა არ დაგორებულიყო; ასევე, მანქანის საბარგულში ქვაბი იდგა, საიდანაც პოლიციელები საკვებს იღებდნენ.

ხოლო ამავე პოლიციელებმა საკუთარი სახსრებით ქოხი აიშენეს, სადაც წვიმის დროს აფარებდნენ თავს.



წელიწადზე მეტია ხე-ტყის მცველი პოლიციელები ასეთ არადამიანურ პირობებში მუშაობენ.

თითო ცვლა დღედაღამე მუშაობს, მათთვის კი მხოლოდ ერთი სკამი და პატარა მაგიდაა გამოყოფილი.

qartli.ge არკვევს, თუ ვისი ბრძანებით მოქმედებს საგუშაგო; რა შედეგები აქვს ხე-ტყესთან ბრძოლაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები