ახალი ამბები
გორის მესამე სკოლაში პედაგოგმა და მშობელმა იჩხუბეს, ბავშვი კი სპორტის გაკვეთილზე დაშავდა
გორის მესამე სკოლაში დღეს ორი ინციდეტი მოხდა. დილით მშობელმა და მასწავლებელმა იჩხუბეს.

წინასწარი ინფორმაციით, მშობელმა პედაგოგს თმები მოქაჩა. ინციდენტს სადისციპლინო კომისია განიხილავს. დაპირისპირება გამოიწვია სკოლიდან ერთ-ერთი მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანის საკითხმა.

მეორე შემთხვევა კი შუადღეს მოხდა. მოსწავლემ სპორტის გაკვეთილზე ფეხი დაიზიანა. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გვითხრა.

მისი თქმით, ექიმებმა წინასწარი შეფასებით მოტეხილობა დაადგინეს და სამედიცნო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სხვა ინფორმაციას სკოლის მისაღებ ოთახში არ ფლობენ.

თუმცა, გორის რესურსცენტრიდან მოგვიანებით შეგვატყობინეს, რომ მოტეხილობა არ აღმოჩნდა.

ადგილზე გორის შს სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ და მოკვლევა დაიწყეს. საქმის კურსშია მანდატურის სამსახურიც. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები