ახალი ამბები
რა ბედი ელის ხაშურში ორ მილიონერს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით
საქართველოს ხელისუფლებამ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გაგზავნა.

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, პირი ოლიგარქად მიიჩნევა: თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მედიაზე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა; დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე; როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.

ამ კრიტერიუმების საფუძველზე ხაშურში, პარლამენტარი ზაალ დუგლაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გამრეკელი ოლიგარქებად ჩაითვლებიან.

მათი შემოსავლები იმაზე მეტია, ვიდრე საარსებო მინიმუმი, თანაც მილიონჯერ; ასევე მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში; მედიაში აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და ხაშურის ,,ბაზარზე'' დომინანტურ პოზიციას იკავებენ.

ერთია მეღვინე, მეორე ჯართის ჩამბარებელი კომპანიის მეპატრონე.

რაც შეეხება კანონპროექტს, უკრაინული მოდელის მიხედვით, პირი ოლიგარქად მაშინაც ჩაითვლება, თუ ის ამ ოთხიდან სამს აკმაყოფილებს.

პარლამენტს შეეძლება გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან. ის იქნება საჯარო.

შედგება "ოლიგარქთა რეესტრი", რომელიც საჯარო იქნება და ყველა ინფორმაცია იქ მოიყრის თავს.

თუ პირი ოლიგარქად ცნეს, მას აეკრძალება:

პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულობების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულობების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება; ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი); ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები