ახალი ამბები
გორის III სკოლის სამეურვეო საბჭო იწყებს სპორტის მასწავლებლის გათავისუფლების საკითხის შესწავლას
გორის III სკოლის სამეურვეო საბჭო იწყებს სკოლიდან სპორტის მასწავლებლის გათავისუფლების საკითხის შესწავლას.

ამის შესახებ განცხადებას თეა კეჩხუაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს დღეს ისტორიული შანსი აქვს, რადგან პირველად საქართველოში, მას შეუძლია საზოგადოებას დაანახოს, თუ რამდენად თავისუფალია სამეურვეო საბჭო სკოლის დირექციისგან.

სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა სპორტის მასწავლებელი გაათავისუფლა რამდენიმე მიზეზით: 1. გაკვეთილების ჩაშლა; 2. სპორტის სხვა მასწავლებლის ცემა 3. მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ეს გადაწყვეტილება დირექტორმა სკოლის სადისციპლინო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღო. ამიტომ, თეა კეჩხუაშვილი ასევე ითხოვს, სკოლის სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებასაც.

ამ კომისიის გადაწყვეტილებაში არაა ნახსენები საერთოდ იმ მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც წერენ, რომ გაკვეთილი არა თუ თეა კეჩხუაშვილმა, არამედ სხვა მასწავლებელმა ჩაუშალა. ასევე სხვა გარემოებები.

იხ. უფრო ვრცლად

გორის III სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სამეურვეო საბჭოს მიმართა
Print

სტატიის გამოყენების პირობები