ახალი ამბები
ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს გიორგი ჯარმელიშვილი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გივიორგი ჯარმელიშვილი გაათავისუფლა.

ამის შესახებ მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აცნობა.

პრეს-სამსახურის ცნობით, გივი ჯარმელიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

,,უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები