ახალი ამბები
მეჯვრისხევში ძველ შენობას ანგრევენ, რის გამოც ცნობილი სამკერვალო ღია ცის ქვეშ რჩება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ადმინისტრაციულ შენობას დაანგრევენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამკერვალო სახელოსნოს ხელმძღვანელი ნინო უმეკაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, შენობის დემონტაჟის შემდეგ, მისი სახელოსნო ღია ცის ქვეშ რჩება.

ნინო უმეკაშვილი ითხოვს, რომ სახელოსნოსთვის გამოიყოს მცირე ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება სახელოსნოს აშენება. იგი შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვს. ასეთი ტერიტორია კი არის იმავე ადმინისტრაციული შენობის გვერდით.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, აქ განთავსებულია სხვადასხვა წრეები - საცეკვაო, სამუსიკო და ა.შ. იქ ბავშვების ყოფნა სახიფათოა.

ნინო უმეკაშვილმა სახელოსნო 6 წლის წინ აწარმოე საქართველოს პროგრამის ფარგლებში გახსნა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები