ახალი ამბები
ანტიკორუფციული სასწავლო კურსი გორში
ფლანგვის დეტექტორი აგრძელებს ანტიკორუფციულ სასწავლო კურსებს ქვეყნის მასშტაბით, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტიკის სტუდენტებისა და კორუფციის კვლევით დაინტერესებული პირებისთვის.

მორიგი კურსი გორში ჩატარდება და მას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უმასპინძლებს (იერუშალაიმის ქ. 18).

კურსის განმავლობაში, ფლანგვის დეტექტორის ექსპერტები ტრენინგებს ჩაატარებენ შემდეგ თემებზე:

• კორუფციის ცნება, მნიშვნელობა და საკანონმდებლო ჩარჩოები
• საჯარო ინფორმაციის მოპოვება
• პოლიტიკური პარტიებისა და თანამდებობის პირების ფინანსური დეკლარაციების კვლევა
• საჯარო რეესტრის, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებისა და სხვა ღია წყაროების ანალიზი
• სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერების მონიტორინგი და ანალიზი
• ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტის წაკითხვა
• მონაცემთა ვიზუალიზაცია და გავრცელება სოციალურ მედიაში

შეხვედრები გაიმართება უქმეებზე, 10-11 და 17-18 დეკემბერს.

კურსის დასრულების შემდგომ, დამსწრეებს მონაწილეობის სერთიფიკატი გადაეცემათ. ასევე, მათ საშუალება ექნებათ, რომ მოამზადონ სტატია კორუფციის ან სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ. საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება ფლანგვის დეტექტორის ვებ-გვერდზე, ხოლო ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

✍️ ანტიკორუფციულ სასწავლოს კურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/.../1TSzGgzcl6B5L0Ikcg.../edit

‣ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

პროექტს მხარს უჭერს ამერიკის საელჩო საქართველოში.

"ფლანგვის დეტექტორი" ინოვაციური მედიაპროექტია, რომლის ძირითად მიზანსაც საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯების მონიტორინგი და მიზნობრიობის დადგენა წარმოადგენს.
Facebook: https://www.facebook.com/squanderdetector

Web: https://gmc.org.ge/ka
Print

სტატიის გამოყენების პირობები