ახალი ამბები
,,ბატონო ლადო, ვერ ვამთავრებთ, თანხა ამოგვეწურა!'' - გორის ბაღების ელექტროქურების ამბავი
კომპანია ,,მეტალი პლიუსს'', რომელიც გორის საბავშვო ბაღებში გაზმომარაგების ქსელის სამუშაოებს აწარმოებს, თანხა ამოეწურა.

ამის გამო, სამშენებლო სამუშაოები ვერ დაასრულა. გორის მერიამ გადაწყვიტა, რომ თავად დაიქირავოს სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლები.

მერიიდან 25 ათასი ლარი გამოიყო. ეს თანხა სოკარ ჯორჯიას გადაერიცხება, შუამავალი სამშენებლო კომპანიის გარეშე.

როგორც მერიიდან გვაცნობეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მხოლოდ ერთ საბავშვო ბაღში დაასრულა, დანარჩენ 9 ბაღში სამუშაოები დასამთავრებელია.

,,შემსრულებელ კომპანიას ამ ეტაპზე სრულად არ აქვს დასრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სამუშაოები მიმდინარეობს ვადაგადაცილებით, 10 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 1 საბავშვო ბაღში (N17 საბავშვო ბაღი) შესრულდა დაერთების სამუშაოები.'' - აღნიშნავენ მერიაში.

გორის მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში საქვაბეები დააშორეს იმ ადგილს, სადაც ბავშვები იმყოფებიან. ამჯერად, საჭირო გახდა საქვაბეებისა და აღრიცხვის კვანძების ერთმანეთს დაკავშირება. თუმცა ამის თანხები კომპანიას აღარ აქვს.

,,კომპანია აცხადებს, რომ დროულად ვერ განახორციელებს აღრიცხვის კვანძიდან საქვაბემდე დაერთების სამუშაოებს,'' - აცნობეს გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს სივრცითი მოწყობისა ინფრასტრუქტურის სამსახურიდან. ისინი მერს სთხოვენ, რომ დამატებითი თანხა გამოიყოს და კომპანიისგან დამოუკიდებლად დაიქირავონ სოკარ გაზის წარმომადგენლები.

გორის მერიის წარმომადგენელი გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ 10 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 1 საბავშვო ბაღში (N17 საბავშვო ბაღი) შესრულდა დაერთების სამუშაოები. დანარჩენში სამუშაოები მინიმუმ 15 დღე გაგრძელდება და იქ სოკარ ჯორჯიას წარმომადგენლები იმუშავებენ. ეს ბაღებია:

ქალაქში:

1 სოფ ვარიანი
2 სოფ შავშვები

1. თოიძის ქN2
2. წითელარმიელების ქN33
3. გორგასლის ქN6
4. ყიფიანის ქN52
5. ლომონოსოვის ქN14
6. სოხუმის ქN5 1
7. ჭანტურიას ქN7
Print

სტატიის გამოყენების პირობები