ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში ახალი პალატების გახსნა ზაფხულამდე გადაიდო
გორის ჰოსპიტალში სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად 2023 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს შეთანხმებულ დროში ვერ ასრულებს. სამუშაოებს კომპანია ,,დელტა მშენებელი'' ახორციელებს. საქართველოს მთავრობამ ჰოსპიტლის რეაბილიტაციისთვის 1,5 მლნ ლარი გამოყო.

აღნიშნული თანხით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კლინიკის ახალ კორპუსებს, რომლითაც საავადმყოფოს უფრო მეტი პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

როგორც ჰოსპიტალში განმარტავენ, სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო იმის გამო, რომ პანდემიის შემდეგ, გაიზარდა ჰოსპიტალში სტაციონალური მკურნალობას დაქვედებარებული მოქალაქეების რაოდენობა:

,,მიმდინარე წლის 6 თვეში (მაისი-ოქტომბერი) სამხედრო ჰოსპიტალმა სტაციონალური სამედიცინო მომსახურება გაუწია სხვდასხვა პროფილის დაავადების მქონე 5971 პაციენტს, მაშინ როცა ანალოგიურ პერიოდში 2021 წელს მომსახურება გაეწია 3560 პაციენტს.'' - აღნიშნავენ ჰოსპიტალში.

სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ სამხედრო ჰოსპიტალში სარემონტო სამუშაოები ხორცილედება ეტაპობრივად, ცალკეულ უბნებზე, პაციენტების განთავსების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით და საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ვადის გადაწევას.

სამხედრო ჰოსპიტალი ემსახურება საქართველოს შეირაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირების, მათი ოჯახის წევრების, სამხედრო პენსიონერებს და სამოქალაქო პირებს, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენენ რეგიონის მაცხოვრებლებს.

,,კლინიკის მიერ პაციენტების ნაკადის ცალმხრივად შემცირება (პაციენტის მიღების შეზღუდვა) გამოიწვევდა სამედიცინო მომსახურების მიღებაზე რეგიონის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის შემცირებას, რაც თავისმხრივ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა ქვეყნის სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს.'' - აცხადებენ კლინიკაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები