ახალი ამბები
გორში ავარიამ მოსახლეობა ბუნებრივი აირისა და ინტერნეტის გარეშე დატოვა
გორში სადგურის დასახლებაში დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა ტროტუარზე გადავიდა და ყველანაირი ინფრასტრუქტურა (გაზგაყვანილობა, განათება, საგზაო ნიშნები და ა.შ) დააზიანა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დგინდება ზარალი, რომელიც მიადგა სოკარგაზს, ენერგოპროჯორჯიასა და გორის მერიას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები