ახალი ამბები
ვლადიკავკაზში მცხოვრები და ამავე დროს უკრაინის ომში მონაწილე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე სასამართლოში ჩივის
რუსეთის არმიის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ჩრდილოეთ ოსეთიდან, უკრაინის ომში მონაწილეობის შემდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,კავკაზ რეალი'' ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ყოფილი სამხედრო პირი ფულად ანაზღაურებას ითხოვს.

ა. თიბილოვი კონტრაქტით რუსეთის არმიის მე-4 სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, რომელიც განთავსებულია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში.

მისი განმარტებით, იგი უკრაინის წინააღმდეგ ომში, 13 მაისიდან 8 ივლისის ჩათვლით, მონაწილეობდა. აგვისტოს დასაწყისში თიბილოვი, კონტრაქტის დასრულების გამო, გაათავისუფლეს.

ყოფილი სამხედრო ირწმუნება, რომ თვენახევრის განმავლობაში მას კანონით გათვალისწინებული დამატებითი შვებულება არ მიუღია და სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე მას არ გადაუხადეს თანხა. ვლადიკავკაზის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ თიბილოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

,,კავკაზ რეალი'' იტყობინება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო სასამართლოებმა მიიღეს ათობით საქმე.

ბევრი კონტრაქტორი ჩივის, რომ საავადმყოფოების წარმომადგენლები არ გასცემენ ცნობას იმის შესახებ, რომ მათ მიიღეს საბრძოლო ჭრილობა. რაც ანაზღაურების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ასევე, სამხედრო სასამართლოებში, სამხედრო ნაწილების უნებართვო მიტოვების შესახებ, საქმეებს იხილავენ.

მაგალითად, მახაჩკალაში ერთ-ერთი კონტრაქტორი ამტკიცებს, რომ ის ბრძოლაში დაიჭრა და, შესაბამისად, მას უფლება აქვს მიიღოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დაპირებული სამი მილიონი რუბლი.

ასეთი შემთხვევები დაღესტანში ბევრია - წერს ,,კავკაზ რეალი''.

ამავე სააგენტოს ცნობით, უკრაინაში მყოფ სამხედროების მიმართ დაფიქსირდა დისციპლინური გადაცდომის რამდენიმე შემთხვევა. სამხედროები ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ვლადიკავკაზის სამხედრო სასამართლო იხილავს ასევე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას უკავშირდება. ამ მკვლელობაში ბრალდებულია სამხედრო პირი. სოფელი ოკუპირებულია რუსეთის სამხედროების მიერ.

დონის როსტოვის სასამართლოში განიხილეს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე ყოფილი სამხედრო პირის მხრიდან ჩადენილ ქურდობას უკავშირდება. სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებისა და ქურდობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო: https://www.kavkazr.com
Print

სტატიის გამოყენების პირობები