ახალი ამბები
სტუმრების დასაბინავებელი თანხა ძიუდოს ფედერაციამ გორის მერიისგან მიიღო
გორის მერიამ 26 ნოემბერს ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატზე 61 000 ლარი დახარჯა.

თანხის 80% მერიის სპორტის განვითარების სააგენტომ ძიუდოს ფედერაციას გადაურიცხა.

დანიშნულებაში წერია, რომ 42 500 ლარი სასტუმროს ხარჯია, ხოლო 17 000 ლარი - სარეკლამო ბანერების, დროშების, მაისურებისა და ა.შ.

გორის მერია ვალდებული იყო, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის შესახებ პიარი ეწარმოებინა. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ გორის მერიამ ლეიბები ითხოვა ნუგზარ სხირელის სახელობის ტურირისთვის.

თუმცა 3 დეკემბერს, მსოფლიომ შეიტყო, რომ გორში ტედი რინერი დაჩაგრეს. ტედი რინერმა თავის 1,3 მლნ-იან ფოლოუერებს ამცნო, რომ გორში, მისი დამარცხება გაუქმებულია.

როგორც ცნობილია, 26 ნოემბერს, მსაჯებმა ის გიორგი თუშიშვილთან დამარცხებულად გამოაცხადეს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ ეს იყო მსაჯთა შეცდომა. ამიტომ, გიორგი თუშიშვილი დასაჯეს აკრძალული ილეთის გამოყენების გამო, ხოლო ტედი რინერი გამარჯვებულად გამოაცხადეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები