ახალი ამბები
გორში ახალი წლის სამახარობლო კონცერტის გამართვა 17 დეკემბერს იგეგმება
ქალაქ გორში წინასაახალწლო კონცერტის გამართვა 17 დეკემბერს იგეგმება.

ამის შესახებ მერიის კულტურის ცენტრმა შესაბამისი დოკუმენტები მოამზადა.

დოკუმენტების მიხედვით, ცენტრი ისეთ კომპანიას ეძებს, რომელიც სცენას მიაქირავებს. სცენა ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქის ცენტრალური მოედანზე მოეწყობა.

წინასწარი ინფორმაციით, კონცერტის დღეს ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

მერიას ამ ეტაპზე სლოგანი მოფიქრებული არა აქვს.

როგორც ერთი კვირის წინ ვწერდით წინასაახალწლო კონცერტში იმღერებს ,,ლაუდსფიქერს''-ი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები