ახალი ამბები
გორში საახალწლო ნაძვის ხეს 16 დეკემბერს აანთებენ / განრიგი
გორში საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან იწყება. 

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. განრიგის მიხედვით, საახალწლო ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთება.

წინა საღამოს, გორის თეატრში ანსამბლი ნართების კონცერტი გაიმართება.

17 დეკემბერს კი კლუბ ,,ლაუდსპიქერსის'' კონცერტი ქალაქის ცენტრში გაიმართება.

18 დეკემბერს ერისთავის სახელობის გორის თეატრის დარბაზში გორის გოგონათა გუნდისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი იმართება.

31 დეკემბერს საახალწლო გალა კონცერტი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები