ახალი ამბები
ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს რეზო კახნიაშვილს აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს
ენმ-ს რეგიონალური ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა რეზო კახნიაშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით აშშ-ს მთავრობას მიმართა.

საემიგრაციო სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. შეერთებულ შტატებში ის უკვე პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს.

რეზო კახნიაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის იმ ადვოკატებს, რომლებიც საემიგრაციო საბუთების მოგროვებასა და პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარნენ.

რევაზ კახნიაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ კიდევ 2006-7 წლებიდან გამოჩნდა. იგი დიდი ლიახვის ხეობაში ცხოვრობდა. იყო ამავე ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენლის ბადრი ბასიშვილის თანამებრძოლი.

აგვისტოს ომის შემდეგ, დევნილი გახდა. ჩართული იყო დვნილთა განსახლების საორგანიზაციო საკითხებში. მის სახელს უკავშირდებიდა ამ დასახლებებში პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების კონტროლი. 2012 წლის შემოდგომით, კარალეთის დევნილთა დასახლებაში კახა კალაძის და მაშინდელი ოპოზიციის დარბევის უკან მისი გავლენა დასახელდა. თუმცა, კახნიაშვილი აცხადებდა, რომ ამ დარღვევების უკან, შემხებლობა არ ჰქონდა 

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ,,ქართული ოცნების" მთავრობამ რევაზ კახნიაშვილი დააპატიმრა. ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები