ახალი ამბები
ხაშურში რკინიგზის ხიდზე ორი ადამიანი დაშავდა
ხაშურში რკინიგზის გადასასვლელზე ორი ადამიანი წაიქცა.

ერთ-ერთმა მათგანმა ფეხი მოიტეხა. სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული ქალი ,,ახალ კლინიკაში'' გადაიყვანეს.

წაქცევის მიზეზი ის თხელი ფიცრებია, რომელიც ხიდზეა დაგებული. ამავე დროს, ნალექცან ამინდშია კიდევ უფრო საშიშია ხიდზე მოძრაობა.

სამედიცინო დახმარების ცენტრს დაცვის პოლიციამ შეატყობინა, რომელიც რკინიგზის ხიდთან მდებარეობს.

ხაშურის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ხიდის რეაბილიტაცია რკინიგზის დეპარტამენტმა ჩაატარა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები