ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კატარში იმყოფება
გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სამუშაო ვიზიტით კატარში იმყოფება.

ამის შესახებ მან განცხადება ფესიბუქის გვერდზე გამოაქვეყნა:

,,მე როგორც საქართველოსა და კატარის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, შეხვედრა მქონდა ქალაქ დოჰაში ჩემს კოლეგა ჰამად ალ-მულასა და მეჯლის-აშ-შურას სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-კატარის ურთიერთობები და კავშირები, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის უფრო გაღრმავებაზე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები