ახალი ამბები
ხაშურის მერი ახალი წლის კონცერტისთვის ეძებს ბენდს, რომლის ვოკალისტი იქნება მდედრობითი სქესის ტელესახე
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 40 000 ლარი გაითვალისწინა კონკრეტულად იმ ბენდისთვის, რომელიც ახალი წლის ღამეს ხაშურის ცენტრში იმღერებს.

ამის შესახებ დავალება კულტურის სამსახურის უკვე მისცა. დავალების მიხედვით, კულტურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:

საქართველოს მასშტაბით ცნობილი პოპ-როკ ჟანრის ბენდის ჩამოყვანა, ბენდის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 5 წევრი (მათ შორის ბენდის ვოკალისტი უნდა იყოს მდედრობითი სქესის).

ბენდს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 წლიანი აქტიური მოღვაწეობის გამოცდილება; მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა ცოცხალი შესრულებით; ბენდმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 1,30 საათიანი პროგრამა. რეპერტუარში უნდა შედიოდეს კარგად ცნობილი, პოპულარული სიმღერები;

ბენდის სოლისტი უნდა იყოს ქართული ცნობილი სატელევიზიო მუსიკალური პროექტის ფინალისტი.

ბენდის წევრმა უნდა უზუნველყოს ახალი წლის ღონისძიების კონცერტის წაყვანა - კონცერტის წამყვანი უნდა იყოს მამრობითი სქესის, წამყვანს უნდა ქონდეს მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილება, კონცერტის წამყვანი უნდა იყოს კვალიფიციური, მხიარული და ენერგიული, ქართული ცნობილი ტელევიზიის ცნობადი სახე, ბენდს და კონცერტის წამყვანს უნდა ქონდეთ ერთობლივი მუსიკალური ნომრებიც (ბენდის და წამყვანის შერჩევა შემსყიდველთან შეთანხმებით);

რაც შეეხება სოლისტს, ის ბენდთან ერთად - საქართველოს მასშტაბით ცნობილი სოლისტის (მდედრობითი სქესი) ჩამოყვანა, ბენდთან ერთად, რომელსაც ექნება არანაკლებ 15 წლიანი აქტიური მოღვაწეობის გამოცდილება, ბენდის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ ოთხი მუსიკოსი (ბასი, ბასი, რიტმ გიტარა, დრამი) სოლისტმა ბენდთან ერთად უნდა შეასრულოს ცნობილი სიმღერების ქავერები (ბლუზი , სოული , ფანქი , როკი , როკენროლი ,პოპი) არანაკლებ 50 წუთიანი მუსიკალური პროგრამა; ბენდის სოლისტს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ცნობილ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებში (მათ შორის: „ნუცას სკოლა“ „the voice” “იმედის ტალღა“);

მომღერალი - კონცერტში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 1 (ერთი) მდედრობითი სქესის მომღერალმა; მომღერალს მონაწილეობა უნდა ქონდეს მიღებული ადგილობრივ ან/და უცხოურ მუსიკალურ პროექტებში, მათ შორის უნდა იყოს ამჟამად ქართულ ტელესივრცეში ცნობილი მუსიკალური პროექტის მონაწილე. მომღერალს უნდა ქონდეს საკუთარ სიმღერაზე გადაღებული ანარანკლებ 1 მუსიკალური კლიპი, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ვიდეო პლატფორმა YOUTUBE-ზე; მომღერალმა უნდა შეასრულოს არანაკლებ 7 სიმღერა, რეპერტუარში უნდა შედიოდეს კარგად ცნობილი, პოპულარული და ასევე ახალი წლის თემატიკის სიმღერები;

საახალწლო საკონცერტო პროგრამის თანმიმდევრობა უნდა შეთანხმედეს მერიასთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები