ახალი ამბები
გორში სტალინელებმა საბჭოთა ბელადის დაბადების დღე აღნიშნეს
გორში სტალინელებმა საბჭოთა ბელადის დაბადების დღე აღნიშნეს.

შეკრება დღის 12 საათიდან დაიწყო.

მოქალაქეები ჯერ ბელადის მემორიალურ სახლთან, შემდეგ კი მის ძეგლთან გადაინაცვლეს. რამდენიმე მათგანმა გვირგვინები მოიტანა.



სტალინელების სახელით თამაზ ზუბიაშვილმა რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა:



კერძოდ, ყოველი წლის 21 დეკემბერს დაწესდეს სახალხო დღესასწაული ,,სტალინობა''. ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოთხვნას გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გაუგზავნიან.



შემდეგი მოთხოვნაა აიკრძალოს ქალაქში მიუსაფარი ცხოველების არსებობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები