ახალი ამბები
გორში სასმელი წყლის მოთხოვნით გზა გადაკეტეს
ქალაქ გორში, ვერხვების უბანში აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობამ გზა გადაკეტა.

სუხიშვილის ქუჩაზე მოქალაქეები სასმელი წყლის მოთხოვნით გამოვიდნენ.

მიმდინარე თვეს ეს უკვე მეორე აქციაა.

როგორც ირკვევა, კარალეთის სათავე ნაგებობიდან მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდა.

ორი კვირის წინ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზიანებულია სათავე ნაგებობა.

ამჯერად, მოსახლეობას განუცხადეს, რომ პრობლემა გადაიჭრება, თუმცა ტენდერის ჩატარებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ.

ფოტო: ტვ მონიტორინგი
Print

სტატიის გამოყენების პირობები