ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში დამლაგებლის ხელფასი მინიმუმ 500 ლარი იქნება - ხელზე ასაღები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში დამლაგებლისთვის ხელზე ასაღები ხელფასი მინიმუმ 500 ლარით განისაზღვრა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ასახულია იმ სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც 28 დეკემბერს გამოქვენდა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება აღნიშნულ პირობებს დასთანხმდეს. 

ჰოსპიტალი მთელი წლის განმავლობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის 600 000 ლარს დახარჯავს.

შეგახსენებთ, ორი თვის წინ, ჰოსპიტლის სანიტრებმა და დამლაგებლებმა აქცია გამართეს. ისინი დაბალ, 280-ლარიან ხელფასს აპროტესტებდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები