ახალი ამბები
ქალაქ გორის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისთვის 17 სახლი დადგეს
გორში, მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაიდგა და ცხოველები ზამთრის სუსხიან დღეებს თბილად გაატარებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

ძაღლებისთვის სახლები ამ ეტაპზე ქალაქის 17 ლოკაციაზე განთავსდა.

სახლები გორის მერიამ ააიპ ,,მიუსაფარ ცხოველების მხარდაჭერისა და დაცვის ცენტრისგან'' შეიძინეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4900 ლარი გადაიხადეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები