ახალი ამბები
გორის კულტურის ცენტრი პატარებს ,,საოცრებათა ქალაქში'' ეპატიჟება - 3,4,5 იანვარს
გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო პატარებს კომბინატში ,,საოცრებათა ქალაქს'' მოუწყობს.

ამის თაობაზე კულტურის ცენტრმა 1800 მოსაწვევი დაბეჭდა. 

,,საოცრებათა ქალაქის'' მოწყობა ნუცა გიგაურს დაევალა, რომელიც სამი დღის განმავლობაში, 3,4 და 5 იანვარს ბავშვების საზეიმო განწყობაზე იზრუნებს.

1800 ბავშვი სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს.

ჯამში ნუცა გიგაური 5000 ლარს, მოსწავევების დამამზადებელი 1440 ლარს, ხოლო სასაჩუქრე პაკატების დასამზადებლად კომპანია ,,ბეღელი'' 14 400 ლარს მიიღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები