ახალი ამბები
იმერლიანთკარი - საახალწლოდ


სოფელი იმერლიანთკარი წრომის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. სოფელი წრომი კი ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი სოფელია.


ამ სოფელში მოსახვედრად ბევრი გზის გავლა არაა საჭირო. წრომთან ძალიან ახლოსაა, თუმცა სადღაც 1-2 კმ-ში სიტუაცია მკვეთრად იცვლება.

ერთი შეხედვით ,,თანამედროვე სახლებით'' სავსე სოფლიდან ძალიან ღარიბულ დასახლებაში აღმოჩნდებით.

აქ სულ რაღაც 3-4 კომლი ცხოვრობს, ყველა გაჭირვებულ მდგომარეობაშია.



როგორც ერთ-ერთი მცხოვრები მაია ბარბაქაძე გვიყვება, იმერლიანთკარში ყველაზე წყალწაღებული ხალხის დასახლებაა.

მაიას გადააადგილება უჭირს. ოჯახში უვლის პენსიონერ ადამიანებს. გარა ამისა, მას უწევს მეზობლის, 83-წლის ციალა მახათაძისთვის ყურადღების მიქცევაც.




,,მე ჩემი კუთვნილი მომცენ, რაც ვემსახურე სახელმწიფოსა და ქვეყანას, არ მინდა მაგათი დახმარება. ვიყავი უცვლელი დეპუტატი რაიონისა და ქალაქის საბჭოში 20 წლის მანძილზე; ვიყავი რაიკომის წევრი; ვიყავი მსაჯული; ვიყავი 5-წლედის ახალგაზრდა გვარდიელი; ვიყავი ლენინის ორდენოსანი; ვიყავი სოციალისტური შეჯიბრებების მონაწილე. ვიყავი წარსულში კარგი, მაგრამ ახლა აღარაფერი ვარ'' - ამბობს ციალა მახათაძე




,,აქ სულ 3-4 ოჯახი ვართ; ისინი, - რომლებიც წყალწაღებული და დაჩაჩანაკებულები ვართ, სულ აქ ვართ. თვითონ რომ იღიმიან, ანტალიაში და ჩიკაგოებში რომ მიდიან, ჩვენ სად გავატაროთ ახალი წელი? რა ქნას ჩვენმა გამგებელმა? თუ გორმა და თბილისმა არაფერი მისცა, რა გააკეთოს ჩემმა გამგებელმა?'' - მაია ბარბაქაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები