ახალი ამბები
ტექნიკური მარილის რა მარაგი აქვთ შიდა ქართლში?
გორში, 130 ტონა მარილი ერთი წლის წინ, 2022 წლის იანვარში შეიძინეს.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მას შემდეგ, კეთილმოწყობის სააგენტოს მარილი არ შეუძენია.

მიღება ჩაბარების აქტები გაფორმებულია ზუსტად ერთი წლის წინ, იანვარში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს საკმაოდ რთული ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა.

სპეციალისტების აზრით, 1 ტონა მარილია საჭირო 1 მილი გზის გასაწმენდად. ამდენად, გორის მერიამ შარშან 130 კმ მანძილის გზის სამყოფი მარილი ჰქონდა.

რამდენი დაიხარჯა და რამდენი დარჩა, ეს დღევანდელ გავრცელებულ მათ ცნობაში, არაა დაკონკრეტებული.

რაც შეეხება სხვა რაიონებს, ხაშურმა და კასპმა, შეყიდვების სააგენტოს ცნობით, ერთი წლის წინ, 9-9 ტონა მარილი შეიძინა.

,,მარილი, სამწუხაროდ, უკვალოდ არ ქრება – დნობისას ის ერევა წყალს, იხსნება მასში და წყალს ის სხვადასხვა ადგილას გადსააქვს; წყალში გახსნილი მარილი ზრდის მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მარილიანობას ან იჟონება ნიადაგში და მის დამლაშებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ეკვრის მანქანის საბურავებს და გადაიტანება უფრო მოშორებულ ადგილებშიც. 200 მეტრის რადიუსით მიდამო საგრძნობლად ზიანდება.'' - აღნიშნავენ სპეციალისტები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები