ახალი ამბები
ხელოსანი პადრე გორიდან - ოსტატი, რომელიც გაჭირვებულებს ეხმარება
გიგა პაპუაშვილი, იგივე პადრე გორში, წმინდაწყლის უბანში გახსნილ ბოქსში მუშაობს.

პადრე რაზვალის ხელოსანია. ბოქსში კი ხელოსანთა გუნდი მძღოლებს სხვადასხვა მომსახურებას უწევენ.



პადრემ შობას ასეთი აქცია დაიწყო. მას, ვისაც 10-20-30 ლარის თანხა არა აქვს; ხოლო მანქანა ხელოსანთან ამის გამო ვერ მიყავს, პადრე რაზვალისა და სავალი ნაწილის შეკეთებას უფასოდ სთავაზობს:




,,ალბათ დამეთანხმებით რომ ყველას ცხოვრებაში დამდგარა ის მომენტი, თუნდაც ელემენტარული 10-20-30 ლარი არ გვქონია და ვერ წაგვიყვანია ჩვენი მანქანა ხელოსანთან და ვერ გაგვიკეთებია.. სწორედ ამიტომ მინდა ვთქვა ესეთი რამ, ვინც მსგავს სიტუაციაში ხართ და არ გაქვთ საშუალება, მოგემსახურებით უფასოდ. ეს იქნება რაზვალის გასწორება თუ სავალი ნაწილის შეკეთება, არ აქვს მნიშვნელობა, მოგემსახურებით უფასოდ'' - აღნიშნავს პადრე.

მისი განმარტებით, მათ ვისაც მართლაც არა აქვს გადასახდელი თანხა, შეუძლია სხვა რამეში შეძლებს დახმარებას.

დამატებითი დეტალებისთვის ფეისბუქზე მოძებნეთ: #რაზვალი გორი


Print

სტატიის გამოყენების პირობები