ახალი ამბები
უამინდობის შემდეგ ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნა
დღეს, დილით 10:45-სთ-დან ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის მედია ავრცელებს. სააგენტო ალანიას ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია.

ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობით, გზა გაიხსნა საქართველოს მესაზღვრეების რეკომენდაციით. ორივე მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ახალ შეტყობინებამდე.

გზის გახსნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც:

,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად''
Print

სტატიის გამოყენების პირობები