ახალი ამბები
გორში კეთილმოწყობისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს ,,საახალწლო ხელფასი'' სრულად არ მისცეს
გორის მერიის დაქვემდებარებულ ააიპებში საახალწლო ჯილდოები გაიცა.

ე.წ. საახალწლო მე-13 ხელფასი, რეალური ხელფასის 70% აღმოჩნდა.

როგორც გორის კეთილმოწყობის სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა გვაცნობა, წამახალისებელი ჯილდო ყველა თანამშრომელს ერგო.

ასევე საგულისხმოა, 70%-იანი ,,მეცამეტე ხელფასი'' დაურიგეს გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოშიც, რომლის თანამშრომლები ასევე ჩართულები იყვნენ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში.

საახალწლო ჯილდოები არ გასცეს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში. წინასწარი ინფორმაციით, ისინი დაისაჯნენ იმის გამო, რომ გაერთიანების თანამშრომლებმა საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს.

საახალწლო ჯილდოები მიიღეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები