ახალი ამბები
გორში ენმ-ს ოფისის კარი დააზიანეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის კარი დააზიანეს.

ამის შესახებ ფოტოებს პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, პარტიის აღნიშნული ოფისის დარბევის ეს უკვე მე-9 შემთვევაა.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერების მიხედვით, კარი ორმა ახალგაზრდამ დააზინა. ერთ-ერთ მათგანს ბორდიურის ნაჭერი შორი მანძილიდან მოჰქონდა.

შემდეგ შუშა ჩაამტვრია და ფილა ოფისის შიგნით შეაგდო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები