ახალი ამბები
გორმედის'' ექიმებს დირექტორმა ავსტრია-ჩეხეთის 1-კვირიანი საგზურები აჩუქა, მედდებს კი - ტელევიზორები
სამედიცინო ქსელ ,,გორმედის'' თანამშრომლებს დირექტორმა საახალწლო სიურპრიზი მოუწყო.

კორპორატიულ საღამოზე კლინიკის დირექტორმა 6 ექიმს ჩეხეთი-ავსტრიის 1 კვირიანი საგზურები აჩუქა. ხოლო მედდებს გადასცა ანდროიდ ტელევიზორები საჩუქრად.

,,ბედნიერები ვართ იმით, რომ პანდემიის შემდეგ ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ ჩვენს ძვირფას გუნდს. წინ კიდევ უამრავი სიხარული და წარმატება გველის! ურთულეს გამოწვევას გავუძელით და გავიმარჯვეთ! მრავალჟამიერ მოგვეცეს ჩვენი წინსვლისა და გამარჯვების აღსანიშნავი დღეები.
წინდაწინ დიდებული მომავლისთვის'' - აღნიშნულია ,,გორმედის'' განცხადებაში.

,,გორმედი'' რეგიონში ერთ-ერთი მრავალპროფიული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც ფილიალები აქვს ქარელსა და ხაშურშიც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები