ახალი ამბები
ხაშურსა და კასპში სიგარეტის ნამწვისთვის ურნები დადგეს
ხაშურსა და კასპში სიგარეტის ნამწვის და გარე ფასადის ურნები დადგეს.

საჩუქრები მუნიციპალიტეტებს ორგანიზაცია ,,Let`s Do it საქართველო'' წარმომადგენლებმა გადასცეს.

აღნიშნულია ორგანიზაცია, ესტონეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით,ახორციელებს პროექტს „იმოქმედე გარემოსთვის“.

მათი ინფორმაციით, გარდა სიგარეტის ნამწვისა, სკოლებს გარე ფასადის ურნებიც გადასცეს.

,,სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მწვანე ღონისძიებებში, ბანაკებს და მსოფლიო დასუფთავების დღე 2022-ში.'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

პროექტის მთავარი მიზანია ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირება სუფთა და ჯანსაღი მომავლისთვის

პროექში ჩართული არიან Let`s Do It World, let`s Do it საქართველო, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები (სკოლები, ბაღები, სპორტსკოლები)

,,ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით ყველა მათგანს თანამშრომლობისთვის და ვაგრძელებთ აქტიურ ურთიერთობას სხვადასხვა მწვანე ინიციატივების და პროექტების ფარგლებში'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები