ახალი ამბები
გორის მერია ტექნიკური მარილით ქარელის მერიას ვერ დაეხმარება
გორის მერია ტექნიკური მარილით ქარელის მერიას ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ გორის კეთილმოწყობის სააგენტოს პრესსამსახურმა გვაცნობა.

მისი განმარტებით: ,,ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაჩუქოთ, ან მივყიდოთ, ასეთ შემთხვევაში ვერ ჩამოვწერთ, და თან შესყიდული ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტს ჭირდება''

შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში გზები მოყინულია. ათამდე სოფლის მოსახლეობას ავტომანქანით გადაადგილება უჭირს. თოვლი ორი კვირის წინ მოვიდა, თუმცა გზები კვლავაც გასაწმენდია.

2022 წელს ქარელის მერიას ტექნიკური მარილი არა აქვს შეძენილი, ხოლო გორის მერიამ 130 ტონა მარილი შეიძინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები