ახალი ამბები
ხაშურში 11-საათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა
ხაშურის გორმედის კლინიკაში ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს.

კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ეს იყო ვიპლის ოპერაცია ანუ იგივე პანკრეატიკოდუოდენექტომია.

ოპერაცია 11 საათი მიმდინარეობდა. გორმედის ხაშურის ფილიალის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი სოსო გელაშვილი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ანესთეზია-რეანიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელ ანა მაღრაძეს, ანგიოქირურგ გიორგი გივიაშვილს, საოპერაციო მედდას ეკა ნათენაძეს და ანესთეზიის მედდას ანა გეწაძეს.

ქირურგი გყვება, რომ მსოფლიოში სულ, დაახლოებით, 160 ათასი შემთხვევაა პანკრეასის თავის სიმსივნის დიაგნოზის, აქედან ერთ-ერთი დიაგნოზის მატარებელი, სწორედ ხაშურის გორმედში მოხვდა:

,,ეს იყო დაგვიანებული შემთხვევა დაავადებისა, რადგან მიმდინარეობა აქვს უსიმპტომო. ამ შემთხვევების უმეტესობა ქირურგიული ჩარევას არ ექვემდებარება და შემოიფარგლებიან ხოლმე პალიატიური ოპერაციით ანუ სიმსივნურ უბანს არ ეხებიან.'' - აღნიშნავს ექიმი.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტმა პალიატიური ჩარევა ჩაიტარა ერთ-ერთი რეგინალურ კლინიკაში, რომლის შედეგადაც დამძიმდა მისი მდგომარეობა და განვითარდა სიყვითლე.

,,პირველ ეტაპზე ჩატარებული იყო ტრასნკუტარული სანაღვლე გზების დრენირება, ხოლო შემდეგ ბატონმა სოსომ გაგზავნა პაციენტი მაგნიტორეზონანსულ კვლევაზე ოპერაბერულობის შესაფასებლად და მიიღო ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც მოხდა კუჭის ერთი მესამედის , სანაღვლე სადინრის, თორმეტგოჯას და პანკრეასის თავის რეზექცია.'' - აღნიშნავენ კლინიკაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები