ახალი ამბები
ქარის მიმართულებით მოძრავი ქანდაკება დაიდგმება გორში
გორის მერიის ცნობით, ერთ-ერთ შადრევანზე ქარზე მოძრავი ქანდაკება დაიდგმება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოქალაქეების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება და ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველოს რეგიონებს შორის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლოკაციების შერჩევა. გადაწყვეტილია, რომ ის თეატრის წინ, ან ნიკოლოზ ბარათაშვილის ან კიდევ სტადიონის წინ მდებარე შადრევანზე მოეწყობა.

სამუშაოებისთვის 65 000 ლარია გათვალისწინებული.

ქარის მიმართულებით მოძრავი ქანდაკება 2022 წელს უნდა დადგმულიყო, თუმცა პროექტი შედგენა დააგვიანა.

კინეტიკური ქანდაკებები განსხვავებული, უცხო და გამორჩეული ნამუშევრებია, რომლებიც მძაფრ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს აღძრავს, ხან კი სიმშვიდისა და უშფოთველობის მომგვრელია.

კინეტიკური სკულპტურები მოძრაობს -ან აქვს მოძრავი ნაწილები - ძრავას ან ბუნების ძალის, ქარის ენერგიით. მე-20 საუკუნეში კინეტიკა, როგორც მოძრაობა, ქანდაკების მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა.

ფოტოზე: კინეტიკური ქანდაკების მაგალითი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები