ახალი ამბები
რუისის მონაკვეთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.

რადიო თავისუფლების ცნობით, შემთვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სიახლოვეს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები