ახალი ამბები
გორში დაზარალებულს აცნობეს, რომ დაკავებულია ფოტოზე აღბეჭდილი ქურდი
გორში, 2022 წელს ჩადენილი ქურდობის რამდენიმე ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

ამის შესახებ ერთ-ერთ დაზარალებულს პოლიციამ აცნობა.

ფოტოზე ის შემთხვევაა ასახული, როდესაც ხელთათმანით და ნიღბით აღჭურვილი პირი ბინაში მოქმედებს და სამკაულებს ეძებს.

როგორც ერთი თვის წინ ვწერდით, გორში, რამდენიმე ბინა გაქურდეს, რომლის ოთახები სათვალთვალო კამერებით იყო დაცული.

ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მუშაობენ ქურდები ოთახში, შემდეგ კი გააქვთ ძვირფასეულობა და ტექნიკა.

კადრებიდან ირკვევა, რომ ქურდებისთვის ცნობილია ოთახში სათვალთვალო კამერების არსებობა, ამიტომ ისინი ისე იქცევიან, რომ კადრებში მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს. ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს, კამერა დააზიანეს, თუმცა მეპატრონემ კადრების შენახვა შესძლო.

მეორე დაზარალებული ყვება, რომ მისი კამერა ვერ გამორთეს, ამიტომ, მონაცემები მთლიანად შენახული აქვს.

ბოროტმოქმედები ნიღბით არიან, ხელთათმანები უკეთიათ. მათი იდენტიფიცირება ჭირს. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული გვიყვება, შემთხვევიდან თვეზე მეტი გავიდა და ჯერ შედეგი არ ჩანს.

როგორ შედიან ბინებში? ერთ-ერთი ვერსიით, ქურდები ბინებში ადვილად აღწევენ ე.წ. მეტალოპლასტმასის ფანჯრებიდან. ასევე, საგულისხმოა, რომ აღჭურვილნი არიან სათანადო ტექნიკით. კადრებში ჩანს, რომ ისინი მოძრაობენ საკუთარი ჩანთით, სადაც კარის გასაღები ხელსაწყოები აქვთ. ბინაში შეღწევის შემდეგ, კარს შიგნიდან კეტავენ. შემდეგ კი ტოვებენ ბინას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები