ახალი ამბები
კასპის მერის მოთხოვნით, ,,შავ სიაში'' შეიყვანეს სამრეცხაო
შავ სიაში შეიყვანეს კომპანია, რომელმაც კასპის მერიის მანქანები არ გარეცხა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი.მ. მარინე წიკლაურს შორის იყო გაფორმებული № 181 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს უნდა გაეწია კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საკუთრებაში არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურეობა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 5 088 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2023 წლის 31 იანვარი.

საქმეში არსებული კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურტექნიკურ საკითხებში ტექნიკური მუშაკის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ მიმწოდებელი აღარ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

მიმწოდებელმა გაწია 1 556 ლარის ღირებულების მომსახურება, რაც ხელშეკრულების საერთო ღირებულების 31%-ს შეადგენს.

კასპის მერიის მოთხოვნის საფუძველზე ი.მ. მარინე წიკლაური 2022 წლის 6 დეკემბერს დარეგისტრირდეს შავ სიაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები