ახალი ამბები
გორის 8 სოფელში სკვერების პროექტები ჩავარდა
გორის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში სკვერების პროექტები ჩავარდა.

2022 წელის შემოდგომით გამოცხადებულ ტენდერებში არც ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

თუ რატომ? ამის შესახებ კითხვები გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილსაც აქვს. მან წერილობით აცნობა საპროექტო ორგანიზაციას, რომ მომზადებული პროექტებზე ტენდერები ვერ ტარდება.



წერილში გორის მერი საპროექტო ორგანიზაციას სთხოვს, რომ გადახედონ ფასებსაც. მიუხედავად მოთხოვნისა, საპროექტო ორგანიზაციამ დავალება არ შეასრულა.

სკვერებისა და სტადიონების ტენდრები ჩავარდა: ბერშუეთში, ტყვიავში, კოშკაში, ზარდიანთკარში, სათემოში, ატენში, არბოში, ბოშურში.

აღნიშნული პროექტები სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო.

რა მოხდება 2023 წელს. ჯერ უცნობია. მერიისგან განმარტებას ველოდებით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები