ახალი ამბები
ლამისყანაში 70-წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში 70-წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, მარტოხელა მამაკაცი გარეულმა ცხოველებმა დაგლიჯეს.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

,,მისი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს. მარტო ცხოვრობდა. რამდენიმე დღე არ ჩანდა. ვენახში მიდიოდა ხოლმე, ალბათ, ახლაც იქ იყო წასული. ცხედარი ვენახთან ახლოს ნახეს.'' - გვითხრა ადგილობრივმა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები