ახალი ამბები
ყელეთსა და იმერლიანთკარში სოფლის პროგრამის თანხები გზებისთვის დაიხარჯება
ყელეთსა და იმერლიანთკარში სოფლის პროგრამის თანხები გზებისთვის დაიხარჯება.

ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კრება წრომში ჩატარდა. აღნიშნულ კრებაზე იმყოფებოდნენ ყელეთისა და იმერლიანთკარის მოსახლეობაც.

ორივე სოფელი შედის წრომის ადმინისტრაციულ ერთეულში.

,,2 თებერვალს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან გამრეკელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ცოტნე ნოზაძე და ნოდარ ლომიძე, საკრებულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება მიმდებარე სოფლებს:

დიდ და პატარა ხალებში, სარტყელაში-ბეტონის გზის დაგება

ხცისში, მიწობსა და ღვრიაწყალში-წყლის სისტემის მოწყობა,

კრისხევში-მინი სტადიონის რეაბილიტაცია,

წრომში-დასასვენებელი სივრცის მოწყობა,

ახალშენში, ნადარბაზევში, იმერლიანთკარში, დიდ და პატარა ყელეთში-გზების რეაბილიტაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები