ახალი ამბები
შინდისში, ერგნეთსა და ბროწლეთში ქალ მეწარმეებს დანადგარები გადასცეს
„ფონდი ტასოს“ წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შინდისში, ერგნეთსა და ბროწლეთში ქალ მეწარმეებს დანადგარები გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფონდის წარმომადგენლობა ავრცელებს.

აღნიშნულ სოფლებში ქალები მონაწილეობენ პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“.

პროგრამის ფარფლებში მეწარმე ქალებს გადასცეს სათიბი დანადგარი, ხილის და ბოსტნეულის სათბურები, ინკუბატორები, სამკერვალო, ბალიშის საპენტი სახელოსნო და ჩირის საშრობები.

ქალებს საქმიანობა დაწყებული აქვთ.

პროექტს „ფონდი ტასო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები