ახალი ამბები
გორში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისთვის კომპანია კიდევ ერთ ზაფხულს იმუშავებს
გორში, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთი ზაფხული მოუწევს მტვერში ცხოვრება.

კომპანია ,,იბოლიას'' სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე მისცეს.

სამუშაოები 2021 ივნისში დაიწყო და 2022 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოულოდნელად შეჩედა. დოკუმენტების მიხედვით, ,,იბოლიამ'' სამუსაოების სწორედ იმ დროს, 2022 წლის აგვისტოდან გააგრძელა, როცა დასრულების ეტაპზე უნდა ყოფილიყო.

გზის რეაბილიტაციის პროექტის შეჩერების მიზეზად სახელდება წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები, რომელიც წყალსადენის რეაბილიტაციას ეხებოდა.

წყალსადენის რეაბილიტაცია დასრულდა, მაგრამ ასფალტის ქვემოდან წყალი ისევ ჟონავს.

მთავარ ფოტოზე ასახულია, თუ როგორ დგას წყალი სანიაღვრე სისტემაში და არ მიედინება. ერთ-ერთ მცხოვრებს განუმარტეს, თითქოს, წყლის დგომის პროცესი დაუსრულებელი სანიაღვრე სისტემების ბრალია, თუმცა კოსტავას ქუჩის კვეთაზე დაგებული ასფლატი ხელახლა ათხარეს.

ამ ეტაპზე საგზაო სამუშაოების 46%-ია შესრულებული. კომპანია ,,იბოლიას'' მიღებული აქვს თითქმის 1 მლნ ლარი. ჯამური ღირებულებაა 2,78 მლნ ლარი. საზედამხედველო კომპანია პირველ დასკვნაში წერს, რომ ის რაც შესრულებული აქვს ,,იბოლიას'', ყველაფერი წესრიგშიაო. ახალი დასკვნა ჯერ გამოქვეყნებული არა აქვთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები