ახალი ამბები
სოფელ რეხაში მოკლულია სამი ადამიანი - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში სამი ადამიანია მოკლული, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელია.

შემთხვევა შუაღამეს მოხდა.

დაღუპულია ყოფილი პოლიციელი, დაახლოებით 60 წლის ასაკის მამაკაცი, მისი მეუღლე და სიდედრი.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით, სსსკ-ს 11/109 მუხლით მიმდინარეობს.

,,ამ ეტაპზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს'' - აცხდებენ პრესსამსახურში.

სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ვერსიით, მამაკაცმა ჯერ ცოლი და სიდედრი სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი, - სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. თუმცა, გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით არ მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები