ახალი ამბები
საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს გივი ზაუტაშვილს 85 წელი შეუსრულდა
5 თებერვალს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, გივი ზაუტაშვილს 85 წელი შეუსრულდა.

ის 60 წლის მანძილზე ქართულ სპორტს ემსახურება. მისი იუბილე გორში გადაიხადეს.

,,მის ხელში გაიარა არაერთმა დიდმა სპორტსმენმა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა. აღსანიშნავია, რომ გივი ზაუტაშვილი, დღესაც მუშაობს მწვრთნელად გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში და იღებს მონაწილეობას ახალგაზრდა სპორტსმენების დაოსტატებაში.'' - აღნიშნულია გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტოს მისალოც განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, ამ ღვაწლმოსილი ადამიანის საიუბილეო საღამოზე, შეიკრიბნენ მისი შეგირდები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები - მიულოცეს იუბილე, გაიხსენეს მისი ამაგი, მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტში და უსურვეს კიდევ დიდ ხანს გარჯა ქართული სპორტის საკეთილდღეოდ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები