ახალი ამბები
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 900-მდე გაიზარდა
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 890-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დღევანდელი დილის მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 3 381 შეადგინა, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 1 509-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 3 548-ს მიაღწია. ამ დროისთვის თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის შედეგად დაშავდა 20 426 ადამიანი და ზიანი მიადგა 11 000-ზე მეტ შენობას.

მედიის განცხადებით, ამჟამად თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში 25 000 მაშველი მუშაობს. CNN წერს, რომ გადაუდებელი დახმარების ჯგუფები 10 გემსა და 54 ვერტმფრენს იყენებენ დაჭრილთა დასახმარებლად და სამძებრო სამუშაოებში.

6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მ

იწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში. პირველი მიწისძვრის შემდეგ, 6 თებერვალს უკვე შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.

წყარო: ნეტგაზეთი
Print

სტატიის გამოყენების პირობები